„საბავშვო ევროვიზია 2025“

„საბავშვო ევროვიზია 2025“-ის ფინალამდე ზუსტად ორი დღე რჩება. 13 დეკემბერს ოლიმპიურ სოფელში ფესტივალის დასკვნითი შოუ ჩატარდება. სცენაზე ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ანიტა აბგარიანი მე-15 ნომრად, სიმღერით Shine Like a Star წარდგება. დღეს კი შოუს გახსნისა და დროშების აღლუმის სამზადისი გაიმართა. ასევე, ყველა კონკურსანტის მიერ, შოუს გახსნამდე, საერთო სიმღერა შესრულდება. დღეს ევროვიზიის ვებგვერდზე, თითოეული მონაწილის რეპეტიციიდან მოკლე ნაწყვეტები დაიდო, მათ შორისაა ქართველი ანიტა აბგარიანიც. დღესვე, რეპეტიცია გაიარეს გასული წლების გამარჯვებულებმა, ჯგუფმა „ბზიკებმა“ და „ქენდიმ“.

ევროვიზია