საბავშვო ევროვიზიამდე სამ საათზე ნაკლები რჩება – საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე დღეს ევროვიზიის სცენაზე მეცხრე ნომრად წარდგება. კონკურსი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ. ქართველი კონკურსანტი სიმღერას To My Mom შეასრულებს. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.
მარიკა შალიკაშვილი მადრიდიდან.
ევროვიზია