„საბავშვო ევროვიზია 2023“

„საბავშვო ევროვიზია 2023“-ის ფინალამდე ზუსტად ერთი დღე რჩება. ხვალ „ანასტასია და რანინა“ ქალაქ ნიცას საკონცერტო დარბაზში, სცენაზე მეათე ნომრად გამოვლენ და სიმღერას over the sky-ს შეასრულებენ. კომპოზიციის ავტორები ბეთხო და მებო ნუცუბიძე არიან. რეჟისურა ზაზა ორაშვილს, სცენოგრაფია კი შაკო პოპიაშვილს ეკუთვნის. საკონცერტო კოსტიუმები იზა ნადარეიშვილმა შექმნა. ქართველმა კონკურსანტებმა პირველი რეპეტიცია უკვე გაიარეს.

მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში საფრანგეთიდან, კერძოდ ნიცადან – რა ხდება ამ წუთებში დარბაზში?