საბავშვო ევროვიზია 2023

საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილეები კონკურსზე გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისინი გულშემატკივრებმა გააცილეს. საკონკურსო სიმღერას ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. შემსრულებლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა.

24 ნოემბერს, 23:00 საათიდან ხმის მიცემა დაიწყება. 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალი კი 26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. კონკურსს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ევროვიზია

რანინა