ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო მუსიკალური კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2022“ იწყება. ქართული დელეგაცია დღეს სომხეთში მიემგზავრება. ერთი კვირის განმავლობაში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაივლიან რეპეტიციებს, ასევე დაგეგმილია ინტერვიუები და საიმიჯო ფოტოსესიები. წელს საბავშვო ევროვიზიას 16 მონაწილე ეყოლება, გრანდიოზული შოუ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდება. სცენაზე კონკურსანტების გარდა, მაყურებელი სხვადასხვა წლების გამარჯვებულ მონაწილეებსაც იხილავს. წელს საქართველოს კონკურსზე მარიამ ბიგვავა სიმღერით – I believe წარადგენს.