სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღში, ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საგანმანათლებლო, საძინებელი და სათამაშო ოთახები, ასევე სამზარეულო, სასადილო და სველი წერტილები მოეწყობა. ეზოში გათვალისწინებული იქნება რეკრეაციული სივრცე და საბავშვო სათამაშო მოედნები. დაწესებულება, სრულად იქნება ადაპტირებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღსაზრდელებისთვის შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს.