საბავშვო ბაღების პრობლემა ანაკლიაში

საბავშვო ბაღი, სადაც არც საძინებელი ოთახია და არც საწოლები. ანაკლიის ერთადერთ ბაღში 50 ბავშვს რთულ პირობებში უწევს ყოფნა.

სააღმზრდელო დაწესებულება მოქმედი ამბულატორიის შენობაშია გახსნილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანაკლიაში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.