საბავშვო ბაღების მშენებლობა კახეთში

15:28, 17.08.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნანიანისა და საგარეჯოს საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. საგარეჯოში კი 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამასთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტის თავდაპირველი კონტრაქტი შეწყვეტილია, თუმცა, დარჩენილი სამუშაოების დასრულების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოების ადგილზე, დათვალიერებისას გამოვლენილი გარკვეული ხარვეზების გამო, მშენებელ კომპანიას მათი დროულად აღმოფხვრა დაევალა.

მსგავსი