საბავშვო ბაღების მშენებლობა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ველისციხესა და ახაშენში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. მშენებლობის პროექტები ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 700 000 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდი, კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობას და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.