ნაძალადევის რაიონში ძველი ავარიული შენობის ნაცვლად, N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ბაღი 14 ჯგუფზე იქნება გათვლილი და 400-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. პროექტის მიხედვით, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, ადაპტირდება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების სტანდარტები. 43-ე ბაგა-ბაღის მშენებლობის დასრულება მომდევნო წლის სექტემბერში იგეგმება.