საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი
პოლიციის მაღალჩინოსანზე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესზე დღეს დაცვის მხარის სამი მოწმე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ყოფილი წევრები დაკითხეს. მათ პარტია 2024 წლის 4 დეკემბერს „ქორთიარდ მერიოტში“ ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრაზე და „მარიოტის“ წინ მომხდარ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრეს. მოწმეების განცხადებით, სპეცრაზმელები დაკავებულ აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად ძალადობდნენ და ოპოზიციის შეხვედრა „მარიოტში“ სწორედ ამ თემებს უკავშირდებოდა. მოწმეები ამბობენ, რომ ბრალდებულ სხვიტარიძის მხრიდან პოლიციელზე თავდასხმა არ დაუნახავთ.