საბა სხვიტარიძის სასამართლო

აქციის მონაწილის საბა სხვიტარიძის პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა. ადვოკატის თქმით, მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან პოლიციელზე თავდასხმა არ იკვეთებოდა. მისი თქმით, ფიზიკური თავდასხმა მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა გოგონას მისამართით და სხვიტარიძემ მეგობარი დაიცვა და პასუხი გასცა, რაც არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. სხვიტარიძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, პოლიციელზე თავდასხმაში ედავებოდნენ, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ გადააკვალიფიცირა დანაშაული და ნაკლებად მძიმე, 120-ე მუხლით შეუცვალა რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 3 სექტემბერს სხვიტარიძე საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც, მოსამართლე სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად გავა.