საბა სხვიტარიძის სასამართლო

აქციის მონაწილე საბა სხვიტარიძის პროცესზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ იძულებული გახდა კვალიფიკაცია შეეცვალა, რადგან პოლიციელზე თავდასხმა არ იკვეთებოდა. ისინი არც ჯანმრთელობის დაზიანების მუხლს არ ეთანხმებიან და სხვიტარიძის გამართლებას ითხოვენ. ადვოკატის მტკიცებით, ფიზიკური თავდასხმა მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა გოგონას მისამართით და სხვიტარიძემ მეგობარი დაიცვა, რაც არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. სხვიტარიძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, პოლიციელზე თავდასხმაში ედავებოდნენ, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა, პროკურატურამ გადააკვალიფიცირა დანაშაული და ნაკლებად მძიმე, 120 მუხლით შეუცვალა, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.