საავიაციო პარკის განახლება

თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზება და განახლება დაიწყო.  თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებულ საფრენ საშუალებებს – „სუ 25“ ტიპის თვითმფრინავებსა და „მი-24“ ტიპის მოიერიშე შვეულმფრენებს დემონტაჟი მარნეულის საავიაციო ბაზაზე ჩაუტარდა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის უკვე საავიაციო ქარხანაშია გადატანილი.  საავიაციო პარკის განახლების პროცესი შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.  საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.