საარქივო მასალების გამოფენა კიევში

18:24, 22.05.2018

“საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” – ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა უკრაინის უმაღლეს რადაში.

საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების და საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად წარმოდგენილია საარქივო მასალები.

ექსპოზიცია ოფიციალურად უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ და საქართველოს ელჩმა გახსნეს. გამოფენა უკრაინის უმაღლეს რადაში 25 მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი