საარჩევნო სისტემის რეფორმა

საარჩევნო რეფორმის გარშემო კონსულტაციები გრძელდება.

მოლაპარაკებათა მაგიდასთან 20-მდე პარტია მესამე სექტორთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ზის. დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემა პარტიების დაფინანსების წესი იყო. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმ მოდელზე, რომლის მიხედვით მხარდაჭერის სხვადასხვა მაჩვენებლის მქონე პარტიებს შორის საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით დისბალანსი შემცირდება.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რას გულისხმობს დაფინანსების ახალი წესი, რომელზეც დღეს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდა.