საარჩევნო რეფორმის საკომიტეტო განხილვები

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერთა მიერ მომზადებული და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი საარჩევნო რეფორმის პროექტზე დღეიდან საკომიტეტო განხილვები დაიწყო.

იცვლება ხმის მიცემის, რეგისტრაციის გავლის და ბიულეტენების დათვლის ტექნოლოგია, იზრდება საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსი, სადაც აგიტაცია ან ამომრჩეველთა გადაადგილების შეფერხება აიკრძალება. იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესიც. პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციიდან პარლამენტში ინაცვლებს, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად დეპუტატთა საერთო შემადგენლობის ორი მესამედის ხმები იქნება საჭირო.