საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა 

საარჩევნო რეფორმის პროექტი ინიცირებისთვის მზად არის.

აზრთა სხვადასხვაობის და ცალკეულ საკითხებზე უთანხმოების ფონზე ტექსტში გარკვეული კორექტივები შევიდა. დოკუმენტით, რომელიც პარლამენტში ალეკო ელისაშვილის პარტიის შესვლის წინაპირობა გახდა, იცვლება ხმის მიცემის სისტემა, ასევე საარჩევნო დავების განხილვის წესი, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ახალი წესებით კომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია. რეფორმის შემუშავების პროცესში მესამე სექტორის ნაწილიც არის ჩართული, თუმცა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა.

დატოვე კომენტარი