საარჩევნო რეფორმა

პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული საარჩევნო რეფორმა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია საპარლამენტო ოპოზიციაში.

„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ მიღებული დოკუმენტი არ არის სრულ თანხვედრაში შარლ მიშელის დოკუმენტთან. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 40 %-იან ბარიერზე თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატებისთვის და მეორე საკითხი „ლეიბორისტული პარტიისთვის“ საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილის ჩამორთმევას ეხება, ვინაიდან პარტია არ სარგებლობს მოპოვებული საპარლამენტო მანდატებით. საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაზე გუშინ „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავეს, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილიც აკრიტიკებს.