საარჩევნო რეფორმა 

რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

დასკვნის მიღებამდე პარლამენტი დოკუმენტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. უთანხმოების თემაა ცესკო-ს მოქმედი შემადგენლობის საკითხი. მხარეები ასევე დაობენ, უნდა დატოვოს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა. ამ საკითხზე აზრი გაყოფილია ოპოზიციის შიგნითაც. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გასაზრდელად თამარ ჟვანია უნდა გადადგეს, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა მექანიზმებით. ამ საკითხზე დღეს საკუთარი პოზიცია ევროკავშირის ელჩმაც დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი