საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ხვალ გახდება ცნობილი, რა საკითხებზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია. ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, მთავარი საკითხი საარჩევნო კომისიების ფორმირება. მისი განმარტებით,  ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტი ცალსახად ითხოვს, რომ მოადგილე უნდა იყოს ცესკო-ში ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან არჩეული ერთ-ერთი წევრი, რასაც ხელისუფლება არ ეთანხმება. არის შეთავაზება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს, მათ შორის ერთი არაპარტიული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე ისეთი მოდელი შეიმუშავეს, რომელზეც საბოლოო ჯამში შეთანხმება შესაძლებელია.