საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო რეფორმის პროექტზე მსჯელობა დღეიდან იწყება. პროცესში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ერთვებიან. დისკუსია კაჭრეთშია დაგეგმილი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა დადებითია. მთავარი შესათანხმებელი საკითხი ოპონენტებთან ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაა.