საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას კვირის ბოლოს გადაეგზავნება. მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მხარეები ყველა იმ საკითხზე შეჯერდნენ, რომლებსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.

ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობას საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე გუნდი შაბათს ცესკო-ს წარმომადგენლებთან ერთად გააგრძელებს. დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა კი მომავალი კვირიდან დაიწყება.