საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

სასამართლოს რეფორმირების პარალელურად, პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება საარჩევნო გარემოს შეცვლაც.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ ერთ სამუშაო ჯგუფს ქმნის, – ამჯერად საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად. განხილვის თემა იქნება ის 27 რეკომენდაცია, რომლებიც ეუთომ ხელისუფლებას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისცა. რეკომენდაციები ეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას, საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ქცევებს და პარტიების დაფინანსების წესს. თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნით დაჯდა, – ისინი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, ოპოზიციამ პარლამენტში 250 000-მდე ხელმოწერაც გააგზავნა. სამუშაო ჯგუფში საკუთარი მოთხოვნებით ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

დატოვე კომენტარი