საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა 

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო რეფორმის პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გადის.

პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მაინც რჩება რამდენიმე სადავო პუნქტი, რომელთა გარშემო პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. მათ შორისაა ქალთა კვოტირების საკითხი, რის გამოც დღეს სხდომათა დარბაზში ტრანსპარანტიც კი გამოჩნდა წარწერით „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

მხარეები ასევე ვერ თანხმდებიან, საარჩევნო უბნებიდან რა რადიუსში უნდა აიკრძალოს აგიტაციის გაწევა და როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცესკო. „ქართული ოცნების“ წინადადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ, ოპოზიცია კი ითხოვს, რომ ამ კრიტერიუმს საპარლამენტო მანდატების ფლობაც დაემატოს.

კენჭისყრამდე დარბაზში მწვავე დებატები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი