საარჩევნო კამპანია და ბრალდებები

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქვს პრეტენზიები და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში, სხვადასხვა პოზიციაზე მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები აირჩიეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომისიის წარმომადგენლებს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ რამდენიმე გვარიც დაასახელეს.

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველა საუბნო კომისიის წევრის, ასევე პასუხისმგებელი პირების არჩევა, კანონის სრული დაცვით მოხდა.