საარჩევნო კამპანია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აბაშაში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატად ნუგზარ წიკლაური წარადგინა. პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, ორი ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი. ნუგზარ წიკლაურმა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.