საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება. მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გულიას პირველ ჩიხში, 6-ს ნომერში, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, რომელიც ადრე გასხვისებული იყო, ამჟამად კი იქ სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა.

დატოვე კომენტარი