საარჩევნო კამპანია

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონსა და ჯიქიას ქუჩაზე იმყოფებოდა. გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. კანდიდატის თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც კონკრეტული უბნისთვის, თუ ქუჩისთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.