საარჩევნო კამპანია

ოზურგეთში პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზენტაციას პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დაესწრო. დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინეს. პარტიის წევრთა განცხადებით, 1905 წლის გურული გლეხების ცნობილი მოთხოვნები თავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავაც აქტუალურია და აღნიშნული პარტია სწორედ თავისუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის. მათ ბახვის მანიფესტს სიმბოლურად ხელიც მოაწერეს. დღესვე ოზურგეთში გაიხსნა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ის ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება.