საარჩევნო კამპანია

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი, გიორგი ქაჯაია დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გამართა. თქვენიანი პარლამენტში –  ასეთია ქაჯაიას მთავარი ლოზუნგი. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ის დიდუბე-ჩუღურეთის თითოეული მცხოვრების წარმომადგენელი იქნება პარლამენტში და მათ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობას ჰპირდება.