საარჩევნო კამპანია

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დღეს სენაკში ჩავიდა. ნინო ბურჯანაძე, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად, მხარდამჭერებს შეხვდა. პარტიის ლიდერმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და თქვა, რომ მის გუნდს აქვს ძალა და გამოცდილება, რომ მართოს ქვეყანა და უკეთესი გზით წაიყვანოს. ამასთან, ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას თხოვნით მიმართა, იაქტიურონ და 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთონ. ბურჯანაძემ ასევე მიმდინარე მოვლენებზე და საარჩევნო პროცესზეც ისაუბრა.