საარჩევნო ბარიერის საკითხი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში საარჩევნო ბარიერის შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით, ოპოზიცია მმართველ გუნდს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, მეორე მოსმენის დროს, ბარიერი 2-დან 3%-მდე გაიზარდოს. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ განახორციელებს.