საარჩევნო ბარიერი და საკონსტიტუციო ცვლილებები 

დაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერის 2 %-მდე დაწევას გულისხმობს, სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული.

დაუჭერს თუ არა მხარს 29 ივნისს ინიცირებულ ცვლილებათა პროექტს მმართველი გუნდი, – საკითხზე „ქართული ოცნება“ საბოლოო გადაწყვეტილებას სახალხო განხილვების შემდეგ მიიღებს. მმართველი პარტიისგან გასხვავებით, პროექტის მხარდაჭერა უკვე გადაწყვეტილი აქვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს. ერთადერთი პარტია კი, სადაც ცვლილებების მხარდაჭერისთვის გარკვეულ წინაპირობას აყენებენ, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც შარლ მიშელის შეთანხმებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. აზრთა სხვადასხვაობის ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები მომავალი კვირიდან იწყება.

დატოვე კომენტარი