საარჩევნო ბარიერი

პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა საარჩევნო ბარიერი.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას 5%-იანი ბარიერის 2 %-მდე, ან სულაც ბუნებრივ ბარიერამდე დაწევისკენ მოუწოდებს. თუმცა, ნაწილი 5 %-იანი ბარიერის და მისი გადალახვის პრობლემას ვერ ხედავს. მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილების გადახედვას გამორიცხავს და განმარტავს, რომ ევროპის უმეტესი ქვეყნის მაგალითის გათვალისწინებით, 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს. „ქართული ოცნების“ წევრების მოსაზრებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური რისკების დამაბალანსებელი იქნება.

მოქმედი კონსტიტუციით, მომავალი წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბლოკების გარეშე და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.