ამ წუთებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს.
უნივერსიტეტის ადვოკატები ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების ხელახლა განხილვას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღება შეეზღუდა.
გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განათლების ხარისხის განვითარების სააპელაციო საბჭოს 10 სექტემბერს მიმართა.
საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე სტუდენტებმა აქცია გამართეს.