სააკშვილის საქმე - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა არ იყო ეფექტური. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მას ყველა საჭირო დახმარება უნდა გაეწიოს და მკურნალობა საზღვარგარეთ განაგრძოს. „ქართულ ოცნებაში“ კი, დასკვნას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ მისი უფლებები არ ირღვევა და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ.