საახალწლო სამზადისი რუსთავში

10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება.

ღონისძიებისთვის მზადება რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო ქალაქში დილიდან დაიწყო. საახალწლო ქალაქი სტუმრებს 14:00 საათიდან მიიღებს. გალა კონცერტი კი 22:30 საათზე დაიწყება. რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრებს ღამის სამ საათამდე უფასოდ მოემსახურება.