მიხეილ სარჯველაძემ და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს. ისინი საცხოვრებელ პირობებსა და სერვისებს ადგილზე გაეცნენ, ბენეფიციარებს ჯანმრთელობა უსურვეს, ხოლო პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.