საახალწლო ღონისძიებები წყალტუბოში

18:11, 03.01.2024

წყალტუბოში, ახალი წლის დღეების ფარგლებში, შუადღის 14:00 საათიდან საკონცერტო დარბაზ „ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო ღონისძიება დაიწყო. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა და ცხელი შოკოლადი. საღამო კი ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

 

მსგავსი