საახალწლო ღონისძიებები თბილისში

ახალი წლის შესახვედრად ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველაფერი მზად არის. დილიდან საზეიმო ღონისძიებებს მასპინძლობს თბილისი. მოწყობილია საახალწლო ბაზრობები, გამოფენები, გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის, სპორტული აქტივობები და სახალისო კონკურსები. გალა-კონცერტები კი თბილისში საღამოს 11 -დან იგეგმება. სხვადასხვა ჟანრის მუსიკა თბილისის სამ რაიონში აჟღერდება, – ევროპის მოედანი, გლდანი და ვარკეთილი. განსაკუთრებული განწყობაა დედაენის ბაღში, სადაც საზეიმო ღონისძიებები შობამდე გაგრძელდება.

მარიამ სეთურიძე სტუმრობს დილიდან დედა ენის ბაღს.