საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც ღონისძიება იმართება, დუშეთია. ორი საათიდან ადგილობრივი მოსახლეობის განწყობაზე სხვადასხვა ანსამბლი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები ზრუნავენ. პატარებს კი თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ასევე, მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.