საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში 

21:08, 02.01.2022

უკვე რამდენიმე დღეა დაწყო და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში.

მუნიციპალიტეტები საზეიმოდ არის მორთული. იმართება საახალწლო ბაზრობები და მუსიკალური საღამოები. საგანგებოდ დაიგეგმა გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალი წელი ყველაზე მეტად უხარიათ. სანტაც ყველა რეგიონს ესტუმრა, პატარებს რომ საჩუქრები დაურიგოს. ილუზიონისტების შოუ კი საახალწლო დღესასწაულს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის.

მსგავსი