საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება – 2023 წლის დადგომას სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ დღეს თეთრიწყაროში, ჭიათურასა და აბაშაში. ყველგან მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. აბაშაში პატარებს ტკბილეულით უმასპინძლდება თოვლის ბაბუა, მათ მშობლებს კი ღონისძიების ორგანიზატორები გლინტვეინით ხვდებიან. სადღესასწაულო ღონისძიებები გალაკონცერტითა და ფოიერვერკით სრულდება.