საახალწლო ღონისძიებები აბაშაში

საახალწლო ზეიმი გაიმართება დღეს აბაშაში. სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

აბაშაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ყველა თაობის მოქალაქეზეა გათვლილი. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ. გალაკონცერტი აბაშის ცენტრში 18:00 საათიდან დაიწყება.