საახალწლო ღონისძიებები პირველი რესპუბლიკის მოედანზე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. კულტურული ღონისძიებების გარდა, საახალწლო სოფელი დატვირთულია მრავალფეროვანი გასართობი წარმოდგენებით. მთელი დღის განმავლობაში ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა პერსონაჟები და გმირები ზრუნავენ. საახალწლო სოფელში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენაზე ექვსი პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 250-მდე ხელნაკეთი ნივთია წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი კერამიკის, თექის, მინანქრის, ხის და ტყავის ნაკეთობებია. გამოფენა-გაყიდვა ხვალ დასრულდება. კი საახალწლო ღონისძიებები კი 13 იანვრამდე გაგრძელდება.