საახალწლო „ფერმა“ – 9 იანვარს, 14:00

17:45, 04.01.2022

ლამაზად დათოვლილი გურია და ფერმა მეკვლედ სოფელ შემოქმედში, ვახუშტი მენაბდის აგროტურისტულ კარმიდამოში.
გურული საახალწლო ტრადიციების აღდგენა კონსტიტუციონალისტის ჭურმარანში, ჭურის მოხსნა, ჩხავერი, კეცზე ხაჭაპური, საახალწლო დალოცვა და ბუხრისპირა საუბარი იმ ერთი რამის სიყვარულზე, დაფარვა რომ არ ჭირდება!
რუბრიკაში „არტიშოკი“ ნახეთ მთაწმინდის პარკში გამართული საშობაო – საახალწლო ბაზრობა, საქართველოს ყველა კუთხიდან საკუთარი დოვლათით ჩამოსული ფერმერები და მეწარმეები და ნატურალური პროდუქტების ფართო არჩევანი.

მსგავსი