სააკაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა.

ბრალდებული სხდომას არ დასწრებია. პროცესზე ადვოკატები გეგმავდნენ შუამდგომლობის დაყენებას სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, თუმცა მხოლოდ ზეპირი განცხადებით შემოიფარგლნენ, ვინაიდან პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო, რასაც მხარეთა შორის კამათი მოჰყვა.