სააკაშვილის სასამართლო პროცესი

დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომელზეც 7 ნოემბრის საქმე უნდა განიხილონ, ჯერ ისევ უცნობია. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 11 საათზეა დანიშნული. „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ ბრალდებულს საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეს. პარალელურად, ისინი მომხრეებს სასამართლოს შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა მათ საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატონ.