მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამ ინფორმაციას ადვოკატები ავრცელებენ. მათი განცხადებით, დღეს მსჯელობა საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე წარიმართება.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რამდენიმე ათეული პროცესი გადაიდო. დღევანდელი სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.